ლექსიკონის შესახებ

ბარბარიზმების ლექსიკონის ონლაინ ვერსია მოძრაობის #არაბარბარიზმებს ინიციატივით შეიქმნა და 2017 წლის მაისიდან ხელმისაწვდომია მისამართზე: http://barbarisms.ge/.

ონლაინ ლექსიკონის შექმნას წინ უძღოდა მოძრაობის #არაბარბარიზმებს ფარგლებში მომზადებული ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონის ბეჭდური ვერსია (PDF ფაილი) და ტექნიკური დარგების რუსულენოვანი ბარბარიზმები, რომლებიც დამხმარე მასალად გამოიყენება ინგლისურ-რუსულ-ქართულ ტექნიკურ ლექსიკონში (techdict.ge). სწორედ ეს მასალა იქნა გამოყენებული ონლაინ ლექსიკონის პირველადი მონაცემების ფორმირებისთვის. ლექსიკონში გაერთიანდა რუსულენოვანი ბარბარიზმების 640 და ინგლისურენოვანი ბარბარიზმების 200 სიტყვა-სტატია, სულ 840 ბარბარიზმი. ონლაინ ლექსიკონის მონაცემთა ბაზა მუდმივი განახლების პროცესში იქნება და ეტაპობრივად შეივსება მასალით.

ლექსიკონის ამოცანაა ქართულენოვანი საზოგადოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს უცხო ენებიდან შემოსული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები და ხელი შეუწყოს ენის ბარბარიზმებისგან დაწმენდის პროცესს.

ლექსიკონი ასევე ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას ბარბარიზმების წარმომავლობის შესახებ, რადგან, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ თუ საიდან ჩნდება ეს სიტყვები ენაში. ამიტომ, ბარბარიზმებს ქართულ შესატყვისებთან ერთად მითითებული აქვს წყარო სიტყვებიც. ბარბარიზმებს ასევე დართული აქვს საილუსტრაციო ფრაზები - სწორი შესატყვისების გამოყენების მაგალითები. საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთ ბარბარიზმს განმარტებითი კომენტარებიც ახლავს.

ლექსიკონის უმთავრესი მიზანია შეაჩეროს ქართული ენის ჰიბრიდიზაციის, მისი ქართულ-რუსულ-ინგლისურ ჰიბრიდად ქცევის საშიში ტენდენციები.

ლექსიკონი შეიქმნა და იმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ.

ლექსიკონის სამუშაო გუნდი: თინათინ მარგალიტაძე (პროექტის ხელმძღვანელი, რედაქტორი და შემდგენელი), გიორგი მელაძე (შემდგენელი), გელა ხუნდაძე (შემდგენელი), გიორგი ქერეჭაშვილი (ონლაინ ლექსიკონის იდეა, დიზაინი და პროგრამირება).

ლექსიკონის სამუშაო გუნდი მადლიერებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნას თუ წინადადებას ბარბარიზმების ლექსიკონთან დაკავშირებით.

განხილვის/მზადების პროცესში
ს ბოგამ, სბოგამ
მალადეც
დაზაგატკება
ქოუჩი
კაშნი
ქოუჩინგი
პლატიოჟკა, პლაწიოჟკა, პლატიოშკა, პლაწიოშკა
კასტინგი
სეკრეტ სანტა
კრედიბილური
და კიდევ 14 სხვა
უკანასკნელი დამატებები
  • ასასინი
  • დაქირავებული მკვლელი;
  • პოლიტიკური ან საზოგადო მოღვაწის მკვლელი
  • ტრანზიციული პერიოდი
  • გარდამავალი პერიოდი
  • ბეჯი, ბეიჯი
  • სამკერდე ნიშანი
  • რეზიდენციის ქვეყანა
  • საცხოვრებელი ქვეყანა
  • ქარლეინი
  • საავტომობილო ზოლი
  • დალიქვა
  • გაჟონვა
  • ბასლეინი
  • ავტობუსის ზოლი
  • ნაბორი
  • ნაკრები
  • კომპლექტი
  • სტიაშკა
  • სტიაჟკა
  • მოჭიმვა (მოსწორებული ბეტონის ფენა / შრე იატაკზე)
  • მოჭიმვა (ბეტონის / იატაკის მოსწორება)
  • პილასოსი
  • პილესოსი
  • მტვერსასრუტი
  • სტატისტიკა
    ბარბარიზმები1075
    სწორი ფორმები1190
    განხილვის/მზადების პროცესში24
    შეფასებები2090
    ძიებები11886