მოძრაობა #არაბარბარიზმებს

მოძრაობა #არაბარბარიზმებს 2016 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. იდეის ინიციატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი.

მოძრაობის მიზანია ქართული საზოგადოებისათვის იმ პრობლემის გაცნობიერებინება, რასაც უცხო ენებიდან დიდი რაოდენობით შემოჭრილი ბარბარიზმების ქმნის ენაში.

ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა ასევე გამოიკვლია აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები, რაც აისახა სტატიაში სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?

მოძრაობა დაწყების დღიდანვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე აკადემიურ წრეებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში.

მოძრაობის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება გაკეთდა 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები და ამ თემით დაინტერესებული ადამიანები.

სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად, მოძრაობის #არაბარბარიზმებს ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდებოდა ბარბარიზმების შემცველი სიტყვა-სტატიები, რომლებშიც მითითებული იყო ბარბარიზმის წყარო და ქართული შესატყვისი. როდესაც ბარბარიზმების რაოდენობამ 200 მიაღწია, დაიბადა ბარბარიზმების ლექსიკონის შექმნის იდეა, რათა ის მასალა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იქმნებოდა მოძრაობის ფარგლებში, ერთად ყოფილიყო თავმოყრილი.

მოძრაობის ფარგლებში რამდენიმე თვე მიმდინარეობდა მაისურების აქცია-გამოწვევა, რომელშიც აგრეთვე ბევრი მოქალაქე, პროფესორ-მასწავლებელი, კურსდამთავრებული, სტუდენტი, სკოლის მოსწავლე ჩაება. აქციის მონაწილეები მაისურს წინა მხარეს აწერდნენ #არაბარბარიზმებს, ხოლო ზურგზე წითელი ხაზებით გადახაზულ რომელიმე ბარბარიზმს. ეს იყო ბარბარიზმების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის გამოხატულება.

2017 წლის 19 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც შეჯამდა მოძრაობის #არაბარბარიზმებს პირველი ეტაპი და საზოგადოებას წარედგინა ბარბარიზმების ლექსიკონის ნაბეჭდი ვერსია.

ღონისძიებაზე ასევე შეჯამდა მაისურების აქცია და სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდა 16 მონაწილე.

ამავე დღეს უნივერსიტეტის რექტორმა გაავრცელა მიმართვა საქართველოს უნივერსიტეტების რექტორებისადმი და მოუწოდა მათ ბარბარიზმების წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობაში ჩართვა.

19 აპრილს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო, უნივერსიტეტის მედალი ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის გადაეცათ: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ტოშიო კაიტანს; ცნობილ კინორეჟისორს და საზოგადო მოღვაწეს, ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს, სპორტულ ჟურნალისტს, ბატონ ნიაზ მამრიკიშვილს და ბრიტანელ ქართველოლოგს, პროფესორ დონალდ რეიფილდს.

ბარბარიზმების ლექსიკონის ნაბეჭდი ვერსიის მომზადებისა და გამოცემის პარალელურად, მუშაობა დაიწყო ლექსიკონის ონლაინ ვერსიის შექმნაზე, რომელიც 2017 წლის მაისიდან ხელმისაწვდომია მისამართზე: http://barbarisms.ge/.

ამჟამად, მოძრაობა #არაბარბარიზმებს გრძელდება ხუთი მიმართულებით, ესენია:

  1. საჯარო ლექციები ბარბარიზმებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე;
  2. ტერმინოლოგიური ბარბარიზმები;
  3. უცხოურ-ქართული სინონიმური რიგების ლექსიკონის შედგენა;
  4. აბრების წარწერების საკითხი;
  5. იშვიათი ქართული სიტყვების, ე.წ. საფრთხეში მყოფი ქართული სიტყვების შეკრება და მათი პოპულარიზაცია.
განხილვის/მზადების პროცესში
კაშნი
მიგალკა
ს ბოგამ, სბოგამ
ვიორსტკა
კრედიბილური
ფროდი
ქოუჩი
ნაბორი
გერკულესი
პრარაბი
და კიდევ 14 სხვა
უკანასკნელი დამატებები
  • ნაბორი
  • ნაკრები
  • კომპლექტი
  • სტიაშკა
  • სტიაჟკა
  • მოჭიმვა (მოსწორებული ბეტონის ფენა / შრე იატაკზე)
  • მოჭიმვა (ბეტონის / იატაკის მოსწორება)
  • პილასოსი
  • პილესოსი
  • მტვერსასრუტი
  • ოფერი
  • შეთავაზება
  • წინადადება
  • ტარელკა
  • სპუტნიკოვი ანტენა
  • სატელიტური თეფში
  • სატელიტური ანტენა
  • თანამგზავრული ანტენა
  • კუპალნიკი
  • კუპალნიკები
  • საცურაო / საბანაო კოსტიუმი
  • ლატკა
  • საკერებელი
  • სიროსტი
  • სინესტე
  • ნესტი
  • ნესტიანობა
  • ლაფატკა
  • ლაფათკა
  • ნიჩაბი
  • სირნიკი
  • სირნიკები
  • ხაჭოს კვერი / კვერები
  • ხაჭოკვერა
  • სტატისტიკა
    ბარბარიზმები1068
    სწორი ფორმები1182
    განხილვის/მზადების პროცესში24
    შეფასებები1856
    ძიებები6259