რა არის ჩვენი მიზანი?

ჩვენი უმთავრესი მიზანია შევაჩეროთ ქართული ენის ჰიბრიდიზაციის, მისი ქართულ-რუსულ-ინგლისურ ჰიბრიდად ქცევის საშიში ტენდენციები.

ონლაინ ლექსიკონის ამოცანაა ქართულენოვანი საზოგადოებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს უცხო ენებიდან შემოსული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები, წაახალისოს მათი გავრცელება და გამოყენება და ხელი შეუწყოს ენის ბარბარიზმებისგან დაწმენდის პროცესს.

ლექსიკონი ასევე ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას ბარბარიზმების წარმომავლობის შესახებ, რადგან, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ თუ საიდან ჩნდება ეს სიტყვები ენაში. ამიტომ, ბარბარიზმებს ქართულ შესატყვისებთან ერთად მითითებული აქვს წყარო სიტყვებიც. ბარბარიზმებს ასევე დართული აქვს საილუსტრაციო ფრაზები - სწორი შესატყვისების გამოყენების მაგალითები. საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთ ბარბარიზმს განმარტებითი კომენტარებიც ახლავს.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართული ენის ქომაგებისა და დაინტერესებული ადამიანების ხელშეწყობით, სხვადასხვა მიმართულებებით წარმართული სამუშაოები მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართულ ენის ჰიბრიდიზაციის შეჩერებისა და მისი დაწმენდის პროცესს.

განხილვის/მზადების პროცესში
გერკულესი
ნაბორი
გალსტუკი
სეკრეტ სანტა
ფექიჯინგი
პლატიოჟკა, პლაწიოჟკა, პლატიოშკა, პლაწიოშკა
ბაინდერი
მიგალკა
მესიჯი
პრაისი
და კიდევ 12 სხვა
უკანასკნელი დამატებები
  • ატრაქტიული
  • ატრაქტული
  • მიმზიდველი, მომხიბვლელი, ლამაზი
  • ნიუსლეთერი
  • ნიუსლეტერი
  • საინფორმაციო ბიულეტენი
  • ფლეილისტი
  • პლეილისტი
  • სიმღერების სია / კრებული
  • კომპოზიციების სია / კრებული
  • უბორკა
  • დასუფთავება
  • დალაგება (ოთახისა და ა.შ.)
  • აპრავა
  • ჩარჩო (სათვალისა)
  • ატდაჩა
  • უკუცემა (თოფისა და ა.შ.)
  • კოპირაიტი
  • ქოფირაითი
  • საავტორო უფლება
  • კოპირაიტინგი
  • ქოფირაითინგი
  • სარეკლამო განცხადებების / ტექსტების შედგენა
  • კოპირაიტერი
  • ქოფირაითერი
  • სარეკლამო განცხადებების / ტექსტების შემდგენელი
  • ალადიკი
  • ალადიკები
  • ოლადი
  • ოლადები
  • სტატისტიკა
    ბარბარიზმები1102
    სწორი ფორმები1227
    განხილვის/მზადების პროცესში22
    შეფასებები2853
    ძიებები27699