კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვერსია: 20170428

ლექსიკონის მოხმარების შედეგად (რომელიც წარმოადგენს ვებ საიტს და განთავსებულია მისამართზე http://barbarisms.ge) თქვენ გადმოგვცემთ და გვანდობთ გარკვეულ ინფორმაციას/მონაცემებს თქვენს და თქვენი აქტივობების შესახებ ლექსიკონში, ასევე გვაძლევთ უფლებას გადმოვაგზავნოთ და შევინახოთ გარკვეული მონაცემები თქვენს ტექნიკურ მოწყობილობაზე, რომელსაც იყენებთ ლექსიკონზე წვდომისთვის.

ჩვენ სერიოზულად ვიღებთ და პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალობას, ამიტომ არ ვაქვეყნებთ საჯაროდ, არ გადავცემთ მესამე პირებს და არ ვიყენებთ თქვენს მიერ მოწოდებულ მონაცემებს ერთეული სახით და/ან ისეთი მიზნებისთვის, რაც თქვენი იდენტიფიცირების პირდაპირ ან არაპირდაპირ შესაძლებობას იძლევა.

კონფიდენციალობის პოლიტიკა განსაზღვრავს თუ რატომ ვაგროვებთ, რა მონაცემებს ვაგრობთ, რა მონაცემებს ვინახავთ თქვენს ტექნიკურ მოწყობილობაზე და როგორ ვიყენებთ ამ მონაცემებს.

ლექსიკონის მისამართზე განხორციელებული ნებისმიერი აქტივობით, თქვენ ეთანხმებით მოცემულ კონფიდენციალობის პოლიტიკას.

თუ თქვენ არ გსურთ მოხდეს მონაცემების შეგროვება ამ ლექსიკონის გამოყენებისას ან არ ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას ან მის ნაწილს, დახურეთ ლექსიკონი ახლავე და არ გამოიყენოთ იგი შემდგომში.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

მონაცემების ავტომატურად შეგროვება

უპირატესად, ავტომატურად ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც არ იძლევა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას პირდაპირ ან არაპირდაპირ, დაუმუშავებელი ან დამუშავებული სახით. ასეთი ინფორმაცია მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ლექსიკონის სხვადასხვა გვერდებზე გადასვლებს, დაწკაპუნებებს, განხორციელებული ძიების სტრიქონსა და პარამეტრებს, ძიების შედეგებს და ამ აქტივობების განხორციელების თარიღსა და დროს. ასევე შესაძლოა შევაგროვოთ მონაცემები თქვენს მიერ განხორციელებული სხვა აქტივობის შესახებ ლექსიკონში, რაც შეიძლება მოიცავდეს თქვენს IP მისამართს, თქვენი ბრაუზერის მონაცემებს და სხვა ტექნიკური დეტალებს, რაც ჩვეულებისამებრ ხელმისაწვდომია ვებ საიტების გამოყენებისას და მიღებული პრაქტიკაა მათი შენახვა და გამოყენება სტატისტიკის, ანალიზის, ლექსიკონის ოპერირების, ოპტიმიზაციის, გაუმჯობესების და/ან მსგავსი მიზნებისთვის.

ლექსიკონის გამოყენებისას ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვამუშავებთ ისეთ პერსონალურ, განსაკუთრებული კატეგორიის, ბიომეტრიულ, გენეტიკურ და ა.შ. მონაცემებს ან მათ ერთობლიობას, რომლებიც გიკავშირდებათ თქვენ როგორც იდენტიფიცირებად ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და როგორებიცაა: სახელი და გვარი/კომპანიის დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, დაბადების თარიღი ტელეფონის ნომერი, რეგისტრაციის და/ან საცხოვრებელი მისამართი, წარმომავლობა, თითის ანაბეჭდი, ტერფის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი, დნმ-ის კოდი და ა.შ.

ინფორმაცია, რომელსაც ვინახავთ ჩვენს სერვერებზე, აკუმულირდება ლოგების სახით და მიუწვდომელია მესამე პირთათვის თავდაპირველი და/ან ერთეული ჩანაწერის სახით თუ ის თქვენი, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირის იდენტიფიცირების პირდაპირ ან არაპირდაპირ შესაძლებობას იძლევა.

მონაცემების დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე შეგროვება

როდესაც თქვენ გვიკავშირდებით საკონტაქტო გვერდზე განთავსებული ფორმის ან სხვა საშუალებით, შესაძლოა ჩვენ დამატებით, გარკვევით მოვითხოვოთ თქვენი სახელი და გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ინტერნეტ-შეერთების ტიპი ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც გამოვიყენებთ თქვენთან დასაკავშირებლად, ტექნიკური ხარვეზის იდენტიფიცირებისა ან გამოსწორების, თქვენი რჩევის მიღება/გათვალისწინების და ა.შ. მიზნებისთვის.

ჩვენ გპირდებით, რომ არ გამოვიყენებთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას სხვა მიზნებისთვის, გარდა იმისა, რისთვისაც მოგვაწოდეთ იგი. არ გავხდით მას საჯაროს და არ გადავცემთ მესამე პირებს.

მონაცემების შეგროვება Google Analytics-ის მიერ

ლექსიკონის მოხმარების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, ანალიზის, შეფასების, ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნებისთვის, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის სერვისს, რომელიც აგროვებს და ამუშავებს სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების ვიზიტებისა და მათ მიერ განხორციელებული აქტოვობების შესახებ, როგორიცაა: ძიების შინაარსი, სხვადასხვა გვერდებზე გადასვლა, გვერდებზე დაყოვნების ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა და ბრაუზერი, ქვეყანა ან რეგიონი საიდანაც განხორციელდა ვებ საიტზე წვდომა და ა.შ. აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებით და არ იძლევა ერთეულ მომხმარებელთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

დამატებითი ინფორმაცია თუ როგორ აგროვებს, ინახავს და იყენებს Google Analytics თქვენს მონაცემებს, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: Google Analytic Terms of Service.

თუ თქვენ არ გსურთ გაგრძელდეს აღნიშნული მონაცემების ავტომატური შეგროვება ამ ლექსიკონის გამოყენებისას, დახურეთ ლექსიკონი ახლავე და არ გამოიყენოთ იგი შემდგომში.

რატომ ვაგროვებთ მონაცემებს

მონაცემებს ავტომატურად ვაგროვებთ სტატისტიკისა და ანალიზისთვის, რაც ემსახურება ლექსიკონის ოპერირების, მისი ოპტიმიზაციის, გაუმჯობესების და/ან დაკავშირებულ მიზნებს.

როგორ ვიყენებთ შეგროვებულ მონაცემებს

ავტომატურად შეგროვებულ მონაცემებს (როგორც წესი აკუმულირებულ ინფორმაციას) ვიყენებთ ლექსიკონის მოხმარების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, ანალიზის, შეფასების, ლექსიკონის ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნებისთვის.

დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე შეგროვებულ მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც მოგვაწოდეთ იგი: თქვენთან დასაკავშირებლად, ტექნიკური ხარვეზის იდენტიფიცირებისა ან გამოსწორების, თქვენი რჩევის მიღება/გათვალისწინების და ა.შ. მიზნებისთვის.

ინფორმაციის კონფიდენციალობა და უსაფრთხოება

ჩვენ სერიოზულად ვიღებთ და პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალობას, ამიტომ არ ვაქვეყნებთ საჯაროდ, არ გადავცემთ მესამე პირებს და არ ვიყენებთ ავტომატურად შეგროვებულ მონაცემებს ერთეული სახით და/ან ისეთი მიზნებისთვის, რაც თქვენი იდენტიფიცირების პირდაპირ ან არაპირდაპირ შესაძლებობას იძლევა. ასევე, დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, თქვენს მიერ მოწოდებულ საკონტაქტო ან სხვა მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც მოგვაწოდეთ იგი, არ ვხდით მას საჯაროს და არ გადავცემთ მესამე პირებს.

იმისთვის, რომ დაცული იყოს ყველა მონაცემი, რომელიც ავტომატურად ან დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე გროვდება და ინახება ჩვენს სერვერებზე, ჩვენ მიღებული გვაქვს პროპორციული და ადეკვატური ზომები და ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა შენარჩუნებულ იქნას მისი დაცულობა, თუმცა ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ მონაცემები დაცული იქნება თაღლითობის, კიბერ შეტევების ან მესამე პირების სხვა უკანონო მოქმედებებისა და ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული გამჟღავნებისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ჩვენგან დამოუკიდებელი ან გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, თქვენი კონფიდენციალობა დაირღვევა ან მოგადგებათ სხვაგვარი ზიანი ლექსიკონის გამოყენების შედეგად.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, ინფორმაცია, რომელიც იძლევა თქვენი იდენტიფიკაციის პირდაპირ ან არაპირდაპრ შესაძლებლობას, შესაძლოა გადაცემულ იქნას მესამე პირებზე, როდესაც არსებობს მის გამჟღავნებაზე თქვენი დამატებითი თანხმობა ან სხვა კანონიერი საფუძველი.

რა მონაცემებს ვაგზავნით თქვენს ტექნიკურ მოწყობილობაზე და როგორ ვიყენებთ მას

გარდა ინფორმაციისა, რომელიც ვიზუალურად აისახება თქვენს ბრაუზერში, ჩვენ გიგზავნით ტექნიკურ, უხილავ ინფორმაციას, რომელსაც ბრაუზერი ინახავს თქვენს ტექნიკურ მოწყობილობაზე (კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ.) და ხელმისაწვდომს ხდის ჩვენი საიტისთვის მიმდინარე და/ან შემდგომი ვიზიტების დროს. ეს ინფორმაცია ინახება ქუქი (cookie) ჩანაწერების სახის, რაც გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა ვებ საიტების გამოყენებისას.

ქუქი (cookie) ჩანაწერები

ქუქი ჩანაწერების სახით ჩვენ ვაგზავნით ისეთ ტექნიკურ ინფორმაციას თქვენს ბრაუზერში, როგორიცაა ინტერფერისის ენა, ძიების სტრიქონის ტექსტი, ძიების პარამეტრები, ანბანური საძიებლის შერჩეული ენა, განმარტების შერჩეული ენა და ა.შ.

ჩანაწერები ინახება თქვენს ტექნიკურ მოწყობილობაზე და ბრაუზერი ხელმისაწვდომს ხდის მას ჩვენი ვებ საიტისთვის მიმდინარე და/ან შემდგომი ვიზიტების დროს, რათა შევძლოთ თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანის დაფიქსირება, შემდგომში სწორად იდენტიფიცირება და ლექსიკონი კომფორტული იყოს მოხმარებისთვის. მაგალითად თუ თქვენ ინტერფეისის ენას გადართავთ ინგლისურზე, გარკვეული დროის მერე კი დახურავთ ბრაუზერს და მეორე დღეს ისევ ესტუმრებით ლექსიკონს, თქვენი ბრაუზერი ავტომატურად მოგვაწოდებს ქუქი ჩანაწერს, სადაც მითითებული იქნება, რომ ინტერფეისის ენა გუშინ ინგლისურ ენაზე გადართეთ, შესაბამისად ენა ისევ ინგლისური დაგხვდებათ.

თუ თქვენ არ გსურთ ქუქი ჩანაწერები ინახებოდეს თქვენს მოწყობილობაზე, თანამედროვე ბრაუზერების უმეტესობას გააჩნია ინკოგნიტო ან პრივატული რეჟიმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქუქი ჩანაწერები ავტომატურად წაიშალოს (არ შეინახოს) ბრაუზერის დახურვის შემდეგ. ინკოგნიტო რეჟიმი ასევე გულისხმობს, რომ არ შეინახება მონახულებული საიტების ისტორია და სხვა დეტალები. მაგალითად Google Chrome-ში ინკოგნიტო ფანჯრის გახსნა Windows ოპერაციული სისტემაშ ხდება Ctrl+Shift+N ღილაკებზე ერთდროულად დაჭერით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თქვენი ბრაუზერის დახმარების მენიუ.

კანონმდებლობასთან შესაბამისობა

ჩვენ ვცდილობთ კონფიდენციალობის პოლიტიკა და შესაბამისად მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების პრინციპები და მექანიზმები ოპტიმიზირებული და შესაბამისობაში იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის საქართველოს კანონთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ამის გარდა, სერიოზულად ვიღებთ და პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალობას.

თუ თქვენ თვლით რომ მოწოდებული ინფორმაცია არასრულია, არასწორია ან ვარაუდობთ, რომ შესაძლოა ირღვეოდეს თქვენი კონფიდენციალობა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ/შევასრულებთ თქვენს შენიშვნას, პრეტენზიას ან მოთხოვნას.

განხილვის/მზადების პროცესში
პრაისი
კაშნი
ვიორსტკა
მალადეც
გერკულესი
მესიჯი
განტელი, განტელები
მიგალკა
კრედიბილური
გალსტუკი
და კიდევ 12 სხვა
უკანასკნელი დამატებები
  • კონტროვერსიული
  • საკამათო
  • სადავო
  • პაიანიკი
  • პაიალნიკი
  • სარჩილავი
  • დამკრატი
  • დანკრატი
  • დანგრატი
  • დომკრატი
  • კოფევარკა
  • ყავის მადუღარა
  • მარაზილკა
  • საყინულე
  • ფერჩატკი
  • ხელთათმანი
  • პოლის ჯოხი
  • იატაკის ჯოხი
  • ტაჩკა
  • ურიკა
  • გლაზოკი
  • საჭვრეტი
  • ფანერკა
  • ფანერა
  • სტატისტიკა
    ბარბარიზმები1135
    სწორი ფორმები1255
    განხილვის/მზადების პროცესში22
    შეფასებები17978
    ძიებები442161