რა არის ბარბარიზმი?

ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი რომელიმე უცხო ენის სიტყვა, რომელსაც აქვს შესატყვისი მშობლიურ ენაზე (ხშირად რამდენიმე შესატყვისიც) და რომლის ასიმილაციაც ენაში არ ხდება.

უცხო ენებიდან შემოსულ სიტყვებზე საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, ყველა უცხო სიტყვა არ არის ბარბარიზმი და ყველა უცხო სიტყვა საჭიროების გარეშე არ მკვიდრდება ენაში. ზოგჯერ ეს პროცესი გარდაუვალია და საჭირო.

უცხო სიტყვის ენაში შემოტანის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ენობრივი კოლექტივი ეცნობა ახალ რეალიებს, ან მაშინ, როდესაც იქმნება ახალი ცოდნა. მაგალითად, შეიქმნა ინტერნეტი და საჭირო გახდა ენაში ახალი სიტყვის შემოტანა. შესაბამისად, ინტერნეტი, როგორც ახალი ცოდნის აღმნიშვნელი სიტყვა, დამკვიდრდა ენაში. იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერზე. კომპიუტერიც ახალი ცოდნის, ტექნოლოგიის აღმნიშვნელი სიტყვაა და ისიც უპრობლემოდ დამკვიდრდა ენაში.

თუმცა, ასეთ დროსაც არსებობს გამოსავალი. ენას ორი არჩევანი აქვს: მას ან შემოაქვს სიტყვა ენაში, როგორც უცხო სიტყვა, ან ამგვარი ახალი ცნებებისათვის ქმნის მშობლიურ სიტყვებს საკუთარი ენის რესურსებით, ანუ ქმნის ნეოლოგიზმებს. ბევრი ენა ირჩევს მეორე გზას, მაგალითად, კომპიუტერის ეკვივალენტი ფრანგულ ენაში არის ordinateur, ირლანდიურში კი ríomhaire. ინტერნეტი ირლანდიურად არის an t-idirlíon, პრეზიდენტი - uachtarán.

ნეოლოგიზმები - ენაში ახლად შეთხზული სიტყვები ან გამოთქმებია.

ნეოლოგიზმის კარგი მაგალითია ინგლისური სიტყვა phubbing, რომელიც დიდი ხანი არ არის რაც შეითხზა ორი ინგლისური სიტყვის შერწყმით: phone და snubbing [< phone + snubbing] და აღნიშნავს შემდეგს: თანამოსაუბრის უგულებელყოფა / იგნორირება (მობილურ ტელეფონში ყურებით, მესიჯების მიღება-გაგზავნით, სოციალური ქსელის საიტების თვალიერებით და მისთ.)

ქართულ ენაში ბევრი საინტერესო და წარმატებული მაგალითი არსებობს ახალი ცნებებისათვის სახელების შექმნისა თუ შეთხზვისა. ასეთებია: წრფე და განტოლება, ლიანდაგი და ქვემეხი, თვითმფრინავი და მატარებელი, სახელმძღვანელო და გამომცემლობა და მრავალი სხვა. ეს სიტყვები უკვე იმდენად დამკვიდრებულია სალიტერატურო ენაში, რომ დღეს ვერც კი ვამჩნევთ, რომ ეს სიტყვები ოდესღაც ნეოლოგიზმები იყო.

იხილეთ თინათინ მარგალიტაძის სტატია სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?

განხილვის/მზადების პროცესში
კრედიბილური
გალსტუკი
პრარაბი
სეკრეტ სანტა
ბაინდერი
ს ბოგამ, სბოგამ
გერკულესი
კასტინგი
დაზაგატკება
ფექიჯინგი
და კიდევ 12 სხვა
უკანასკნელი დამატებები
  • კონტროვერსიული
  • საკამათო
  • სადავო
  • პაიანიკი
  • პაიალნიკი
  • სარჩილავი
  • დამკრატი
  • დანკრატი
  • დანგრატი
  • დომკრატი
  • კოფევარკა
  • ყავის მადუღარა
  • მარაზილკა
  • საყინულე
  • ფერჩატკი
  • ხელთათმანი
  • პოლის ჯოხი
  • იატაკის ჯოხი
  • ტაჩკა
  • ურიკა
  • გლაზოკი
  • საჭვრეტი
  • ფანერკა
  • ფანერა
  • სტატისტიკა
    ბარბარიზმები1135
    სწორი ფორმები1255
    განხილვის/მზადების პროცესში22
    შეფასებები17993
    ძიებები444923